პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად, უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე არეშიძე და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი მანველიძე.

"საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლეს საბჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა