ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატო-სგან

„საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატო-სგან“,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო სხვა მიმართულებებთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობს დააკმაყოფილოს ნატო-ს წევრი ქვეყნებისათვის დაწესებული ფინანსური მოთხოვნები.

„ნატო-სთან ჩვენს ურთიერთობას საუკეთესოდ წარმოაჩენს პრინციპი - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში. საქართველოს არასოდეს ჰქონია ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატო-სგან. საქართველო სხვა მიმართულებებთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობს დააკმაყოფილოს ნატო-ს წევრი ქვეყნებისათვის დაწესებული ფინანსური მოთხოვნები და მომავალშიც შეინარჩუნებს სამხედრო დანახარჯებს მშპ-ის 2%-ის ფარგლებში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც დეკემბრის თვის ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით განახლდა. აღნიშნული პაკეტის ფარგლებში მან ყურადღება გაამახვილა წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრზე (JTEC), რომელმაც გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან და ჩამოყალიბდა ნატო-სთან აფილირებულ ცენტრად. ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-სა და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის ასპექტით ისაუბრა საერთაშორისო წვრთნების შესახებ, რაც, მისივე განმარტებით, ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ნატო-სთან.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს მონაწილეობას ნატო-სა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს