ირაკლი ღარიბაშვილი - მომდევნო წლებში ჩვენი პრიორიტეტი ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარება იქნება

მომდევნო წლებში ჩვენი პრიორიტეტი იქნება ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, წელს პირველად, ქართული ჯარის ისტორიაში, თავდაცვის ძალები საქართველოში წარმოებული 40-მდე სამხედრო მანქანით აღიჭურვა.

მისივე თქმით, შემდგომ წლებში სსსტც „დელტა“ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შექმნას გააძლიერებს.

მინისტრობის კანდიდატმა ლოჯისტიკური საშუალებების მოდერნიზაციაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ლოჯისტიკური საშუალებების მოდერნიზაციის კუთხით და ე.წ. საბჭოთა კავშირის სპეცტექნიკის თანამედროვე ბრენდებით ჩანაცვლების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება ცნობილ ბრენდებთან, რომლის ფარგლებში 500 ერთეული სპეცტექნიკა შევიძინეთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს