ირაკლი ღარიბაშვილი - მომდევნო წლებში კიდევ უფრო გავაძლიერებთ სამედიცინო შესაძლებლობებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალების სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ 2020 წელს უწყებამ შეიძინა 24 ერთეული მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, სარდლობებში შეიქმნა შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორიები და გაუმჯობესდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეების კორონავირუსის მართვისა და პრევენციის პროცესში ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ შეიქმნება სადეზინფექციო საშუალებების, პირადი ჰიგიენისა და დამცავი საშუალებების დამატებითი მარაგები, გაძლიერდება ჰოსპიტალური სექტორი, გაიზრდება საწოლფონდი, ასევე უწყება შეისყიდის ხელოვნური სუნთქვის აპარატებს, ყოველდღიური ტესტების რაოდენობა კი, 10-ჯერ მოიმატებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს