ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა დავიწყოთ  თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე აქტიური მუშაობა

ჩვენ უნდა დავიწყოთ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე აქტიური მუშაობა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის ბიუჯეტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს აქვს, არ არის საკმარისი, ვერ პასუხობს სათანადოდ იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

„2021 წელს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება შეიარაღების შესყიდვა - როგორც ოპერატიულ-ტაქტიკური, ასევე სადაზვერვო-საბრძოლო დრონების შესყიდვა. ასევე ვგეგმავთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებას, რომელშიც 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. მთლიანად შეიარაღებაში, ამერიკული გრანტის დახმარებით, დაახლოებით, 200 მილიონზე მეტი იქნება მიმართული. ეს ჯდება ნატო-ს მიერ რეკომენდებულ პარამეტრებში, რაც ბიუჯეტის 20%-ია. ზოგადად, ჩემი მოსაზრებაა და იმედი მაქვს მომდევნო წლებში თქვენი დახმარებაც იქნება, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე აქტიური მუშაობა. ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს სამინისტროს აქვს, არ არის საკმარისი, ვერ პასუხობს სათანადოდ იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მესმის ძალიან კარგად, რომ ქვეყანაში პანდემიაა, გვიწევს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ 2022 წლიდან გაუმჯობესდება მდგომარეობადა მოგვეცემა საშუალება მეტი ყურადღება დავუთმოთ თანამედროვე შეიარაღების მიმართულებით შესყიდვებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2021
ანდრია გვიდიანი - „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე