დავით მათიკაშვილი - კრიმინოგენური სიტუაციის ზრდას ადგილი არ აქვს და ეს მხოლოდ მანიპულირებაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან

საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს, დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა კრიმინოგენური სიტუაციის სტატისტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს თემა ყოველთვის იყო მანიპულირების საგანი ოპონენტების მხრიდან.

„ჩვენ კარგად გვახსოვს ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და მისი შედეგები წინა ხელისუფლების პირობებში. ჩვენ გვახსოვს სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირების სხვადასხვა გზები, თუ როგორ ქვეყნდებოდა ან არ ქვეყნდებოდა კონკრეტული მონაცემები.

ჩვენ ზუსტად ვიცით 2012 წლიდან დღემდე, რა გზა გაიარა ამ მხრივ რეალურმა მოცემულობამ დღევანდელი სიტუაციის ჩათვლით. სამთავრობო პროგრამაში, თქვენ აღნიშნავთ, რომ 10%-ით არის წინა წლებთან შედარებით კლება ამ კუთხით. კრიმინოგენური სიტუაციის ზრდას ადგილი არ აქვს და ეს მხოლოდ მანიპულირებაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა