ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენი ღირსეული ჯარისკაცების დაფასება და საკადრისი სოციალური პირობების შექმნა

საქართველოს პარლამენტში, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯარისკაცების დაფასებისა და მათთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნის კუთხით გადაგმული ნაბიჯები და დაგეგმილი ამოცანები კანონმდებლებს წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელი თავდაცვის უწყებაში ჯარისკაცზე ზრუნვის წლად იყო გამოცხადებული და ჯარისკაცების დაფასებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„ამ პერიოდში ჩვენ გავაუმჯობესეთ ჩვენი სამხედროების სახელფასო, კვებითი, სამედიცინო პირობები, ასევე საბინაო, განათლების, აგრეთვე ჯარი აღვჭურვეთ თანამედროვე უნიფორმითა და ფეხსაცმლით. მოვაგვარეთ მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი არაერთი სოციალური პრობლემა“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის პოზიტიური ცვლილებები გაგრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილი დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ფინანსური და სოციალური მიმართულებით მხარდაჭერა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა