ირაკლი ღარიბაშვილი - კორონავირუსის გავრცელების კუთხით რაიმე სერიოზული გამოწვევა ჯარში არ გვაქვს - პროცესს საკმაოდ ეფექტიანად ვმართავთ

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯარში სერიოზული გამოწვევა არ არის და სიტუაცია სრულად კონტროლდება.

როგორც პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პორველივე ნიშნების გამოჩენიდან ჯარში მკაცრი კონტროლი დაწესდა.

“ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირველი ნიშნები შეინიშნა, მაშინვე მყისიერად ძალიან მკაცრი კონტროლი დავაწესეთ, ჯარში იქნებოდა ეს, თითოეულ ბრიგადაში თუ სამხედრო ნაწილში ერთგვარი ფილტრაცია, რაც ჯარისკაცების თერმოსკრინინგს გულისხმობს. ასევე რაიმე სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება ამა თუ იმ პირის დაუყოვნებლივ გადაყვანა, შემოწმება და მკურნალობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გორის ჰოსპიტალი აღიარებულ იქნა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის მიმართუელბით. ასევე დავიწყეთ ადგილზე ტესტირება. გორის ჰოსპიტალში ვატარებთ „პისიარ“ ტესტირებას. შესაბამისად, რაიმე სერიოზული გამოწვევა ჯარში არ გვაქვს. ამ პროცესს საკმაოდ ეფექტიანად ვმართავთ”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა