ირაკლი ღარიბაშვილი - დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახის წევრებზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახის წევრებზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რითაც დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის თავდაცვის უწყებაში არსებული პროექტების თაობაზე დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

მისი განმარტებით, წელს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს 200-დან 800 ლარამდე სახელფასო დანამატი დაენიშნათ.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ახლად შემუშავებული ტრანზიციის პროგრამა გამოყო, რომელიც გრძელვადიან სამკურნალო შვებულებაში მყოფი სამხედროების აქტიურ სამხედრო სამსახურში დაბრუნებას ან სამოქალაქო ცხოვრებაში გადასვლის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, მომავალი წლიდან რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ახალი პროგრამა დაიწყება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დაშავებული სამხედროებისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას თავდაცვის უწყება სრულად უზრუნველყოფს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრობის კანდიდატმა ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით გახსნილი მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, რეგიონში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო ცენტრი დაჭრილი სამხედროების რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციას ხელს შეუწყობს. მინისტრისვე თქმით, ამავე მიზნით, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობენ. მან მაგალითად დაასახელა წელს ამერიკაში გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში ქართველი დაჭრილი სამხედროების მონაწილეობა და სხვადასხვა სახეობაში მოპოვებული 41 მედალი.

მინისტრობის კანდიდატმა მზადყოფნა გამოთქვა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან“ თანამშრომლობის კუთხით. მისი განცხადებით, ქართველ მებრძოლებზე ზრუნვა სოციალური პასუხისმგებლობაა და კერძო და სახელმწიფო სექტორის ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა