პაატა იმნაძე სადღესასწაულო პერიოდზე - იმედი მაქვს მოსახლეობა წესებს დაიცავს და არ მოყვება ისეთივე გართულებები, რაც წინა ხალხმრავლობებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ მოსახლეობა წესებს დაიცავს და ახალი წლის დღესასწაულს ისეთივე გართულებები არ მოჰყვება, როგორც ქვეყანაში აქამდე გამართულ ხალხმრავლობებს. ამის შესახებ იმნაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

“დიდი იმედი მაქვს ჩვენი მოსახლეობის კეთილგონიერების. სხვის მაგალითებზე, სამწუხაროდ, ჭკუა ვერ ვისწავლეთ, მაგრამ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც ნოემბრის მეორე ნახევარში - დეკემბრის პირველ რიცხვებში ქვეყანამ და ხალხმა გამოიარა, რა მსხვერპლიც გვქონდა, ამის შემდეგ თუ ჩვენმა ხალხმა არ დაიცვა ის წესები, რასაც ვემუდარებით... მესმის, ყველას სურს საშინელი წელი რამენაირად დამთავრდეს, ახალი წელი უკვე იმედების წელია და შეიძლება მსოფლიოში ბოლო წელი იყოს პანდემიის. თუმცა, დიდი იმედი მაქვს ჩვენი მოსახლეობა დაიცავს წესებს და ამას არ მოჰყვება ისეთივე გართულებები, რაც მოყვა წინა ხალხმრავლობებს, რაც ქვეყანაში იყო”,- განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21:00 საათიდან 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა ახალი წლის ღამეს არ იმოქმედებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა