ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა მთიან ყარაბაღზე იმსჯელეს

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, -ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში ვითარება სტაბილურია და 9 ნოემბრის შეთანხმებებს, რომლებსაც რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მიაღწიეს, უმეტეს შემთხვევაში იცავენ. მხარეებმა აღნიშნეს რუსი სამშვიდობოების წარმატებული მუშაობა, რომლებიც ბაქოს და ერევნის თხოვნით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. მათ ასევე დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა მთიანი ყარაბაღის საკითხების მოგვარების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით შემდგომი კოორდინაციისთვის, განსაკუთრებით ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, ”- აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ლტოლვილთა რეპატრიაციასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული პრობლემები, ინფრასტრუქტურის აღდგენა და რელიგიური და კულტურული ძეგლების შენარჩუნება ყველაზე მწვავე საკითხებად შეაფასეს.

იხილეთ ვიდეო:ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა მთიან ყარაბაღზე იმსჯელეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა