ლადო პაპავა - ოპტიმალურობის მთავარი კრიტერიუმია, რომ ადამიანების სიკვდილიანობა და ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს, მთავარი ეკონომიკა ვერ იქნება

პროფესორ ლადო პაპავას შეფასებით, გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მიიღო, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ადეკვატურია.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ რეგულაციების ნაწილობრივ შემსუბუქების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების ოპტიმალურობის შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა.

„ოპტიმალურობის მთავარი კრიტერიუმია, რომ ადამიანების სიკვდილიანობა და ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს, მთავარი ეკონომიკა ვერ იქნება. მეორე მხრივ, დახურვის კიდევ გაგრძელება, ალბათ, გარკვეულ პრობლემებს შექმნიდა იქიდან გამომდინარე, რომ საახალწლო განწყობაა ქვეყანაში და ადამიანებისთვის ამ მძიმე წლის შემდეგ, როდესაც სტრესული მდგომარეობაა პანდემიის გამო, საახალწლო სიხარული შვება იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო. რაც მთავარია, არ გაიხსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინფიცირების ყველაზე მაღალი შესაძლებლობაა, ამიტომ ვფიქრობ, ამ ეტაპზე მთავრობამ რა გადაწყვეტილებაც მიიღო, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ადეკვატურია“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.

რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს, ლადო პაპავას განცხადებით, ეკონომიკური აღმავლობის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა მედიცინა კორონავირუსის დამარცხებას.

„კორონავირუსი სამედიცინო პრობლემაა და ეკონომიკა არის მედიცინის მძევალი. სანამ მედიცინა ამ პრობლემებს არ გადაწყვეტს, ეკონომისტებს შეგვიძლია მხოლოდ იმაზე ვილაპარაკოთ, როგორ შევუმსუბუქოთ მოსახლეობას სოციალური მდგომარეობა და დავეხმაროთ ბიზნესს, რომ არ გაკოტრდნენ. ეკონომიკური აღმავლობა კი შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც მედიცინა კორონავირუსს დაამარცხებს“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან - 2 იანვრამდე შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება. კერძოდ, ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის და საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა. არ იხსნება ბაზრები, სავაჭრო ობიექტები კი მუშაობას რეგულაციების მკაცრი დაცვით განაახლებენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია