მამუკა მდინარაძე - შეიძლება არც მეხუთე რაუნდი აღმოჩნდეს ბოლო და შთამბეჭდავი შედეგის მომტანი - ჩვენ კომპრომისის უპრეცედენტო ვერსია დავდეთ, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეიძლება არც მე-5 რაუნდი აღმოჩნდეს ბოლო, შთამბეჭდავი შედეგის მომტანი, ამიტომ ყველა კომპრომისზე უნდა წავიდეს. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდმა კომპრომისის უპრეცენდენტო ვერსია დადო.

„ყველას ეგონა, რომ მე-3, ან მე-4 რაუნდი იქნებოდა ბოლო, შეიძლება არც მე-5 რაუნდი აღმოჩნდეს ბოლო და ვთქვათ, შთამბეჭდავი შედეგის მომტანი. ყოველ შემთხვევაში, ერთი ამოცანის წინაშე ვდგავართ - თუ ვფიქრობთ ყველანი ერთად სახელმწიფოებრივად, ყველა კომპრომისზე უნდა წავიდეს. ჩვენ კომპრომისის უპრეცედენტო ვერსია დავდეთ, მოლაპარაკების მაგიდასთან რიგგარეშე არჩევნები დავდეთ 1%-იანი გადაცდომის შემთხვევაში. ახლა ჯერია ოპოზიციაზე", - განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა