პერუში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა

პერუში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1 000 153 შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსის მსხვერპლთა რიცხვმა კი 37 218-ს მიაღწია. ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით ნოემბერში გაიზარდა, რაც პოლიტიკურ კრიზისთან იყო დაკავშირებული. პერუში, ნოემბერში, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე 1 კვირის განმავლობაში 2 პრეზიდენტი შეიცვალა.

დაინფიცირებული პაციენტების ზრდის გამო, პერუს დედაქალაქ ლიმას საავადმყოფოებში უკვე რამდენიმე დღეა საწოლების დეფიციტია. პერუს გარდა, ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ვირუსის მილიონზე მეტი შემთხვევა ბრაზილიაში, არგენტინაში, კოლუმბიასა და მექსიკაში ფიქსირდება.

იხილეთ ვიდეო:პერუში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა