თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გაუჩინარების შესახებ იუწყება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ რომ სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, რისი დადგენისთვისაც თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 22 დეკემბერს თეიმურაზ გიუნაშვილი არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, რის შემდეგაც სამინისტრომ განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან.

„საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით. 22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროულად განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით",-აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, სამხედრო მოსამსახურეს, თეიმურაზ გიუნაშვილს რამდენიმე დღეა, რაც ოჯახი ეძებს.

იხილეთ ვიდეო:თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გაუჩინარების შესახებ იუწყება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა