„რუსთავის აზოტი“ მოსარჩელე რომან ფიფიასა და კომპანია BGEO GROUP LIMITED-ის შორის არსებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„რუსთავის აზოტი“ მოსარჩელე რომან ფიფიასა და კომპანია BGEO GROUP LIMITED-ის შორის არსებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენს მიერ 2020 წლის 10 ნოემბერს, ინგლისის უმაღლესი სასამართლოს კომერციულ სასამართლოში, ბ-ნ რომან ფიფიას („ბ-ნი ფიფია“) მიერ BGEO Group Limited-ის (ყოფილი BGEO GROUP PLC) („BGEO”) წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოების ფარგლებში, 2020 წლის 16 დეკემბერს ჩანიშნულ საჯარო მოსმენასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ, იმის გამო რომ BGEO-მ შეატყობინა სასამართლოს რომ ის აპირებს დამატებითი დოკუმენტების გახსნას, მოსმენის თარიღი გადაიდო 2021 წლის 12 იანვარს.

ბ-ნი ფიფია მოითხოვს BGEO-სგან დამატებითი საბუთების გახსნას. ბ-ნი ფიფიას მტკიცებით, შპს რუსთავის აზოტთან მიმართებაში BGEO-ს გარკვეულმა ქმედებებმა მას მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი. ბ-ნი ფიფიას მიერ შესწორებული სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ოდენობა, შეადგენს მინიმუმ 393 მილიონ აშშ დოლარს.

აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით შემდგომი ინფორმაციის ნებისმიერი მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს ბ-ნ ფიფიას სოლისიტორებს, ნილ დული, Stepttoe&Johnson UK LLP (ndooley@steptoe.com)“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა