დონალდ ტრამპმა  „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“ ვეტო დაადო

შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“ ვეტო დაადო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპის განმარტებით, ის აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ კანონპროექტის თანახმად, სოციალურ მედიაკომპანიებს მათ საიტებზე განთავსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. ასევე მას არ სურს, სამხედრო ბაზებს, რომლებიც ამჟამად კონფედერაციისთვის მებრძოლი გენერლების სახელს ატარებენ, სახელები გადაერქვას.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატა 28 დეკემბერს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად შეიკრიბება.

2021 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომლის თანახმადაც აშშ-ის ბიუჯეტიდან თავდაცვის სფეროსთვის 740 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული და აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა, საქართველოზედაცაა საუბარი.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპმა "ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს" ვეტო დაადო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა