გერმანიაში კორონავირუსის 32 195 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 802 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში კორონავირუსის 32 195 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 587 115-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს „რობერტ კოხის ინსტიტუტი“ ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 802 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 28 770-ს მიაღწია.

გერმანიაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კარანტინის რეჟიმი გასული კვირის ოთხშაბათიდან გამკაცრდა. ქვეყანა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 27 დეკემბერს დაიწყებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა