სამხედრო პოლიციამ ჯარისკაცის მიერ სამხედრო ნაწილში საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, თეიმურაზ გიუნაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, თავს კარგად გრძნობს.

როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სამხედრო პოლიციამ გამოძიება სამხედრო ნაწილში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველ ნაწილით დაიწყო.

„თავდაცვის სამინისტროს მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს მჭიდროდ კოორდინირებული მუშაობის შედეგად აღმოჩენილ იქნა და ის თავს კარგად გრძნობს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ დაიწყო გამოძიება აღნიშნული პირის სამხედრო ნაწილში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობის ფაქტზე. დანაშაული შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც გულისხმობს სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვებას, აგრეთვე სამსახურში (ნაწილში) საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, სამხედრო ნაწილში დროულად გამოუცხადებლობის შემდგომ თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა მყისიერად დაიწყეს ზომების გატარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა