გიორგი გახარია - როცა ვსაუბრობთ, რომ ვიყოთ მზად 2024 წლისათვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გავაკეთოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით აუცილებელი მინიმუმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვიყოთ მზად, რათა 2024 წლისათვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გავაკეთოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით აუცილებელი მინიმუმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იდეა მას შემდეგ ხდება აქტუალური, რაც საბაზისო პირობები იქნება დაკმაყოფილებული.

„ჩვენი ამოცანაა, დემოკრატიულად განვითარებული ქვეყანა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით. რაც მთავარია, ეკონომიკური კეთილდღეობის საკმარისი დონე მაინც, იმისთვის, რომ ევროპული სივრცისთვის საინტერესო გავხდეთ. თუ ეს საბაზისო პირობები არ დავაკმაყოფილეთ, ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეკონომიკური განვითარების გარკეული დონის მიუღწევლად ვინმეს გაუხარდება ჩვენი ხილვა სადმე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა