ივანე მაჭავარიანი - თუ წესებს არ დავიცავთ, ისევ აღვირახსნილი მიმოსვლა წავიდა, რასაკვირველია, ავარდება ინფიცირებულების რიცხვი და მოგვიწევს, ისევ შევზღუდოთ

თუ წესებს არ დავიცავთ, ისევ აღვირახსნილი მიმოსვლა წავიდა, რასაკვირველია ისევ ავარდება რიცხვები,- ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა კითხვას, გამოიწვევს თუ არა რეგულაციების შემსუბუქება ინფიცირებულების მატებას.

მისი განცხადებით, რეგულაციებმა ვირუსი მნიშვნელოვნად შეაკავა.

„ერთკვირიანი სუნთქვის საშუალებას ვაძლევთ ბიზნესს. გამოიწვევს თუ არა ეს ვირუსის ხელახლა ზრდას, მაღალი შანსია, რომ გამოიწვიოს, მაგრამ ესეც ჩვენზეა დამოკიდებული. ის სფეროები გავხსენით, იქ თუ ყველამ დაიცვა წესი, პრაქტიკულად მინიმალური ზრდა შეიძლება იყოს. თუ წესებს არ დავიცავთ, ისევ აღვირახსნილი მიმოსვლა წავიდა, რასაკვირველია ისევ ავარდება რიცხვები და სამწუხაროდ, მოგვიწევს ისევ შევზღუდოთ“,-აღნიშნა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა