სერბეთის პრემიერი პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა ევროპაში, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა

სერბეთის პრემიერი ანა ბრნაბიჩი პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა ევროპაში, რომელმაც Pfizer/BioNtech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"პატივი მაქვს, ვიყო პირველი პრემიერ-მინისტრი ევროპაში, რომელსაც ვაქცინაცია გაუკეთეს. ვაქცინაცია ამ ბრძოლაში გადადგმული უდიდესი ნაბიჯია", - წერს ანა ბრნაბიჩი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ და ევროკომისიამ Pfizer/BioNtech-ის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია რამდენიმე დღის წინ მიანიჭეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა