„ჯორჯიან მანგანეზმა“ ხატვის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ხატვის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს წამახალისებელი სიგელები და სახატავი ინვენტარის სასაჩუქრე კომპლექტი გადაეცათ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, კონკურსი თემაზე „მომავალი შენია“ როგორც ჭიათურაში, ასევე, ზესტაფონში გაიმართა და გასულ კვირას დასრულდა.

მათივე ცნობით, ჭიათურისა და ზესტაფონის სამხატვრო სკოლების დირექტორებმა სულ 12 გამარჯვებული გამოავლინეს, კომპანიის რჩეული კი 2 მოზარდის ნაშრომი გახდა.

კონკურსში გამარჯვებული მონაწილეების ნამუშევრები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შექმნილ 2021 წლის კედლის კალენდარზე დაიბეჭდება. როგორც კოპანიაში აცხადებენ, ხატვის კონკურსი ყოველ წელს ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ წელს პანდემიის გამო კომპანია რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, "ჯორჯიან მანგანეზმა" ტრადიცია არ დაარღვია და კონკურსი, ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით, მაინც ჩატარდა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს