ლათინური ამერიკის ქვეყნებში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

მექსიკელი ექთანი, 59 წლის მარია ირენე რამირეზი, პირველი მოქალაქე გახდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მექსიკაში ხუთშაბათს Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის 3 000 დოზა ჩაიტანეს. ქვეყანას, საერთო ჯამში, ვაქცინის 34 მილიონი დოზა აქვს შესყიდული.

კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩილესა და კოსტა-რიკაშიც დაიწყო. ჩილეს Pfizer-BioNtech-ის ვაქცინის 10 მილიონი დოზა აქვს შეძენილი და ქვეყანაში გუშინ ვაქცინის პირველი პარტია - 10 000 დოზა ჩაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს არგენტინაც, სადაც რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V”-ის 300 000 დოზა ჩავიდა.

რაც შეეხება ბრაზილიას, ქვეყანაში ჯერჯერობით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინა არ დაუმტკიცებიათ.

იხილეთ ვიდეო:ლათინური ამერიკის ქვეყნებში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა