თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს აღსაყდრების 43 წლის იუბილეს ულოცავს

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდეს და უნეტარეს ილია II-ს აღსაყდრების 43 წლის იუბილეს ულოცავს.

„თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭო, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უდიდესი მოწიწებით, პატივისცემითა და მადლიერებით ვულოცავთ აღსაყდრების 43-ე წლისთავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს, რომელსაც განუსაზღვრელი ღვაწლი აქვს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე და ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს”, - ნათქვამია მილოცვაში.

ცნობისთვის, 25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა