თამარ გაბუნია - დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც რეალურად სტაბილიზაციისკენ მიანიშნებს - თავისუფალი საწოლების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება

საყურადღებოა, რომ დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც რეალურად სტაბილიზაციისკენ მიანიშნებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ტესტირების ინტენსივობა არ უნდა შესუსტდეს, რათა ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა დროულად მოხდეს.

„გუშინ იყო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ბოლო პერიოდის განმავლობაში, შემთხვევების - 1800 დღის განმავლობაში, თუმცა ტესტების რაოდენობა იყო 13 000. საყურადღებოა ისიც, რომ დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს, რაც რეალურად მიანიშნებს იმას, რომ სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ტესტირების აქტივობა შენარჩუნდეს, რადგან ყველა შემთხვევა გამოვლინდეს დროულად და მოხდეს მისი იზოლირება, ამდენად თხოვნა მექნება ყველასთან, რომ თუ ოდნავ მაინც შეუძლოდ გრძნობს ადამიანი თავს, მნიშვნელოვანია, რომ მივიდეს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, 200-ზე მეტი ადგილია და ვიცით სადაც არის ეს ადგილები და ჩაიტაროს ტესტირება. მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო განწყობაა და ყველა ერიდება სამედიცინო დაწესებულებაში მისვლას, მაინც კარგი იქნება, რომ ყურადღება მივაქციოთ თუნდაც სიცხის მომატებას ან ხვეელის სიმპტომებს იმისთვის, რომ არ შესუსტდეს ტესტირების ინტენსივობა და ის 20 000 სამიზნე, რომელიც გვქონდა მივაღწიოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა იზრდება.

„საწოლფონდის დატვირთასთან მიმართებით შეინიშნება გარკვეული შემსუბუქება. დღეს დილის მდგომარეობით კლინიკაში იყო 5 672 პაციენტი, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 350 და ინტენსიური თერაპია სჭირდება 1 257 პაციენტს. თავისუფალი საწოლების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება. მაგალითად, აჭარაში 400-ზე მეტი თავისუფალი საწოლია და შემთხვევების რაოდენობა 100-ზე ნაკლები იყო გუშინდელი დღის მდგომარეობით, რაც პირველი შემთხვევაა ბოლო პერიოდის განმავლობაში. მთლიანად ქვეყნის მასშტაბით 1664 თავსიუფალი საწოლი გვაქვს, რაც რა თქმა უნდა ასევე კარგი ნიშანია და მიუთითებს იმას, რომ მძიმე შემთხვევები, რომლებსაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, არ გვაქვს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა