ოთარ გრიგოლია - ვფიქრობ, რომ 2021 წლის ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეა ორიენტირებული

,,თბილისის სოციალური ბიუჯეტი იზრდება და ამ მიმართულებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ვერ დავეთანხმები’’,- ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში, დედაქალაქის ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით იზრდება.

„ამასთანავე, საშეღავათო პაკეტი მომზადდა საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რაც გამოიხატება დედაქალაქის ბიუჯეტში მოსაკრებლებისა და სხვა ტიპის გადასახადების შემცირებაში’’,-განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს 13 მილიონი ლარის მერიის პიარზე იხარჯება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამას გარდა, როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, თბილისი 2021 წელს „წიგნის დედაქალაქად“ ცხადდება, რაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა და მასზე 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.

,,ვფიქრობ, ეს სწორი მიმართულების ხარჯია. რაც შეეხება სხვა ხარჯებს, რომელსაც ოპოზიცია, სავარაუდოდ, პიარისთვის გამოყოფილ თანხებად აღიქვამს, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ტელევიზიაში გაშვებული სხვადასხვა ინფორმაციის ხარჯია“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მისივე თქმით, დაბალანსდა გამგეობების ბიუჯეტიც და კონკრეტულ გამგეობებს სოციალური მიმართულებით თანხები გაეზარდათ.

,,ამდენად, ვფიქრობ, რომ 2021 წლის ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეა ორიენტირებული’’,-განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა