ირაკლი კოვზანაძე - 2021 წელს ჩვენ გვექნება მონეტარული რყევები, ამისთვის ეროვნული ბანკი მზად უნდა იყოს

წინ გველის გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკები და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით რთული წლები. პანდემიამდელ მასშტაბებს ეკონომიკები უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მისი თქმით, 2021 წელს იქნება გაზრდილი რისკები და მონეტარული რყევები, რისთვისაც ეროვნული ბანკი მზად უნდა იყოს.

„წელს ეროვნულმა ბანკმა 850 მილიონ დოლარზე მეტი ინტერვენციები განახორციელა ბაზარზე, მომავალ წელსაც მოუწევს მნიშვნელოვანი ინტერვენციების გაკეთება. სავარაუდოდ მოუწევს პოლიტიკის გამკაცრებაც, თუმცა, ჩემი აზრით, ინფლაცის 3%-იან ნიშნულთან მოახლოება 2021 წლის ბოლოს საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს“,-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მან ეროვნულ ბანკს უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უნდა გამოვიდეთ თეორიული ჩარჩოებიდან და უნდა ვიყოთ უფრო თამამები, აქტიურები და პრაქტიკულები. ეს პირველ რიგში ეროვნულ ბანკს ეხება“,-განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა