რომის პაპი - ვაქცინები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს

რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო მიმართვისას ყურადღება კორონავირუსის კრიზისის ფონზე ვაქცინის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ისტორიის ამ მომენტში, სადაც გვაქვს ეკოლოგიური კრიზისი და მძიმე სოციალ-ეკონომიკური დისბალანსი, რასაც აუარესებს კორონავირუსის პანდემია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი მივიღოთ დებად და ძმებად. დღეს პანდემიის სიბნელისა და გაურკვევლობის პერიოდში, იმედის სხვადასხვა ნაპერწკალი ჩნდება, როგორიც არის ვაქცინების აღმოჩენა, მაგრამ იმისათვის, რომ ამ შუქმა გაანათოს და იმედი მოუტანოს მთელ კაცობრიობას, ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, - განაცხადა რომის პაპმა.

პაპმა ფრანცისკემ საერთაშორისო საზოგადოებას და ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, ვაქცინის ყველასთვის ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ, განსაკუთრებით კი მოწყვლად და გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობაზე იზრუნონ.

„მე ყველას ვთხოვ - სახელმწიფოთა მეთაურებს, კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხელი შეუწყონ თანამშრომლობას და არა კონკურენციას, რათა იპოვონ გამოსავალი ყველასთვის, ვაქცინები ყველასთვის - განსაკუთრებით კი პლანეტის ყველა წერტილში ყველაზე მოწყვლადი და გაჭირვებული მოსახლეობისთვის. პირველ ადგილზე უნდა იყვნენ ყველაზე დაუცველი და გაჭირვებული ადამიანები“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა