ირაკლი ღარიბაშვილი - ახალი სტანდარტების დანერგვა ნიშნავს გაცხადებულ პრინციპს - ყველაფერი საუკეთესო ჯარს და ამ მთავარი პრინციპის რეალობაში საქმედ ქცევას

ახალი სტანდარტების დანერგვა ნიშნავს გაცხადებულ პრინციპს - ყველაფერი საუკეთესო ჯარს და ამ მთავარი პრინციპის რეალობაში საქმედ ქცევას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც თავდაცვის სამინისტროდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ამ პრინიციპის გათვალისწინებით, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების თანამედროვე, მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული სპეციალური ტექნიკით აღჭურვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საბჭოთა დროის და მოძველებული სპეცტექნიკის ჩანაცვლების ფარგლებში შევისყიდეთ 500-მდე სპეცტექნიკა - გერმანული MAN -ის, იტალიური IVECO -ს და ამერიკული FORD -ის მიერ წარმოებული მანქანები და სპეციალური ტექნიკა,“ - აღნიშნა მან.

უწყების ინფორმაციით, ახალი სპეცტექნიკით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს.

„თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი თავდაცვის ძალების საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა,“- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2021
ანდრია გვიდიანი - „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე