„ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ - წლიური ანგარიშის წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ჯარისთვის ღირსეული პირობების შექმნაზე ისაუბრა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის საქმიანობის შეჯამება სამხედროების ზრუნვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრით დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, უწყებაში 2020 წელი სამხედროების ზრუნვის წლად იყო გამოცხადებული, შესაბამისად ირაკლი ღარიბაშვილმა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალურ პირობების შექმნას ემსახურება.

წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარამდე ხელფასების ზრდა, გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტი და სამედიცინო სერვისები ის არასრული ჩამონათვალია, რაც სამხედროების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით უწყებაში გატარდა.

სოციალური პირობების გაუმჯობესების კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება საბინაო პოლიტიკაზეც გაამახვილა. მისი განცხადებით, ქვეყნის წინაშე სამხედროების მრავალწლიანი სამსახური სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული და სწორედ ამ მიზნით, ახალი საბინაო პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სამხედრო მოსამსახურეები ბინის მიღებას სამინისტროს 50%-იანი თანამონაწილეობით და შიდა უპროცენტო განვადებით შეძლებენ. მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინების სამხედროებისთვის საკუთრებაში დაკანონების გადაწყვეტილებაზეც მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია და სამხედროების წინაშე 2007 წელს აღებული ვალდებულებების შესრულებაზეც ისაუბრა, რომელიც 2000-ზე მეტი სამხედროს წინაშე აღებულ ბინით უზრუნველყოფის ვალდებულებას გულისხმობს.

ქართული ჯარისთვის ღირსეული პირობების შექმნაზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა სამხედროების ნატოს სტანდარტების ეკიპირებით უზრუნველყოფაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების ისტორიაში პირველად, ჯარი სრულად არის უზრუნველყოფილი ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით და უნიფორმით.

ჯარისკაცების კვებითი რაციონის გამრავალფეროვანება, კვების ხარისხის გაზრდა და ქართული გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით ჯარის მომარაგება თავდაცვის უწყებაში მინისტრის ინიციატივით 2020 წელს გატარებული ამბიციური ნაბიჯების ნაწილს წარმოადგენს.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედროების განათლების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც, მისი თქმით, ქართული ჯარის სიმტკიცის და წარმატების გარანტია. განათლების ხელშეწყობის მიზნით, მინისტრის ინიციატივით სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის წელს სწავლის საფასურის 50%-იანი თანადაფინანსება დაიწყო, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში კი, „მინისტრის სტიპენდია“ დაწესდა, რომელიც სემესტრულად 750 ლარს შეადგენს.

წლის საქმიანობის შეჯამებისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ზრუნვის ფარგლებში უწყებაში გატარებული რეფორმების შესახებაც ისაუბრა. ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა დაშავებული სამხედროებისთვის ფინანსურ დახმარებაზე, საჭირო ოპერაციების დაფინანსებაზე და ა.შ. მინისტრმა დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისთვის აშშ-ის მხარდაჭერით, წეროვანში უპრეცედენტო რეაბილიტაციის ცენტრის ფუნქციონირებაზეც ისაუბრა და აშშ-ის მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო