მე-11 ბატალიონმა  GDRP-T ფარგლებში წვრთნები დაასრულა

ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-7 როტაციის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მიმართა და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა.

„სამხედრო სწავლების პერიოდში მე-11 ქვეითი ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ასეულისა და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, დღისა და ღამის პირობებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სწავლება გაიარა. წვრთნები ქვედანაყოფების მიერ ამოცანით მართვის პირობებში ბრძოლის შესაძლებლობაზე იყო ორიენტირებული. სამხედრო სწავლებაში განსაკუთრებული ადგილი ტაქტიკურ მართვას, პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის ინტეგრირებას, საბრძოლო ოპერაციების დაგეგმარებასა და აღსრულებას დაეთმო. სწავლებაში ჩართულები იყვნენ საბრძოლო მომზადების ცენტრის ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები. მე-7 როტაციის მსვლელობისას საბრძოლო მომზადების ცენტრს მენტორობას აშშ-ის 2-5 კავალერიის, 1-ლი დივიზიის, 1-ლი ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი „ასკალონ“ უწევდა. GDRP-T მე-7 როტაციის დახურვის ღონისძიებას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა