ევროპის ქვეყნებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი პარტია მიიღეს

ევროპის ქვეყნებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი პარტია მიიღეს. ესპანეთმა Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინა მიიღო და მადრიდთან ახლოს სპეციალურ სასაწყობე სივრცეში განათავსა. ასევე Pfizer-ის მიერ წარმოებული პირველი 9 750 დოზა მიიღო იტალიამაც. ვაქცინები რომის ერთ-ერთ საავადმყოფოში განათავსეს. ვაქცინის დოზები იტალიაში ბელგიიდან სპეციალური მაცივარი სატვირთოებით პოლიციის ესკორტის თანხლებით ჩაიტანეს. იტალიაში ვაქცინაცია 27 დეკემბრიდან იწყება.

ვაქცინების პირველი დოზა მიიღო საბერძნეთმაც. პირველ პარტიაში Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინის 9 750 დოზაა. ვაქცინა ათენში, ფარაცევტულ საწყობში შეინახეს. ხელისუფლების ცნობით, საბერძნეთი აპრილამდე 1.2 მილიონი დოზის მიღებას ელოდება. თავდაპირველად ვაქცინაცია 27 დეკემბერს ათენის 5 საავადმყოფოში დაიწყება.

Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია შეიტანეს ბელგიის საავადმყოფოებშიც. ბელგიიდან საფრანგეთში ჩაიტანეს ვაქცინის 20,000-მდე დოზა. საფრანგეთიც ვაქცინაციას 27 დეკემბრიდან იწყებს.

პრიორიტეტი ასაკიან და მოწყვლად მოსახლეობას ენიჭება. ევროპის წამლების სააგენტომ Pfizer-ისა და Biontech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა 5 დღის წინ გასცა. ევროკავშირის ყველა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყება 27-29 დეკემბერის პერიოდიდან გადაწყდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა