ზურაბ ჯაფარიძე - გარდაუვალია ის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, როგორ მივიდეთ იქამდე, ეს მოსაფიქრებელია

ჩემი აზრით, გარდაუვალია ის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. როგორ მივიდეთ იქამდე, ეს მოსაფიქრებელია,- ამის შესახებ ახალი პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პატრიის ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ამასთან, მისი თქმით, თუ როგორ უნდა მიემხრონ ახალ „გირჩს“ ძველი „გირჩის“ მხარდამჭერები, ამას დრო აჩვენებს. ჯაფარიძის განმარტებით, ზოგადად, ჩვეულებრივი კონკურენციაა პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის, ამ შემთხვევაში კი, განსხვავება ისაა, რომ „მეტწილად, ერთი და იგივე ხედვების მქონე, ერთი და იგივე სახელის ორი პოლიტიკური ორგანიზაცია იქნება".

ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის მიმართულებებზეც ისაუბრა.

„ორი მიმართულება მაქვს. ერთი არის თვითონ „გირჩის" განვითარება და მინდა, რომ ეს პლატფორმა ნამდვილად იქცეს ღია პლატფორმად იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც საკუთარი თავი პოლიტიკაში სცადეს. მეორე მიმართულება არის ზოგადად, ქვეყანაში არსებული კრიზისი და კატასტროფული მდგომარეობა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და აქედან ქვეყნის გამოსვლის გზები. ამაზე მგონია, რომ კონკრეტული პასუხი ამ წუთში არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ამაზე ფიქრზე ბევრი დრო დავხარჯოთ და საბოლოოდ, მოსახლეობას რაღაცნაირად შევთავაზოთ კრიზისიდან გამოსვლის გზა, ოღონდ, ეს არ იქნება პიარის ამბავი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა