ნიკა მელია - პარტიის თავმჯდომარის არჩევის ამ ინოვაციური და ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო ფორმის წარმატებულად დანერგვით კიდევ ერთხელ გაიმარჯვა „ნაცმოძრაობამ“

ამ არჩევნებით, უფრო სწორედ პარტიის თავმჯდომარის არჩევის ამ ინოვაციური და ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო ფორმის წარმატებულად დანერგვით კიდევ ერთხელ გაიმარჯვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სწორედ ისაა პარტია, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში შემოაქვს ნოვაცია და ტრადიციად ამკვიდრებს მას.

„მის აქტივშია ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუციაც და ხელისუფლების კიდევ უფრო მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაბარებაც. დიახ, ქვეყნის საკეთილდღეოდ ენმ-ს შეუძლია იერიშიც და უკანდახევაც.

ამ არჩევნებით ხალხმა იგრძნო და დაინახა, რომ თუ ივანიშვილის „ოცნების“ ხელში არა, სადღაც, თუნდაც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში (სადაც ოლიგარქს ვერ მიუწვდება თავისი საცეცები) მაინც აქვს მის ხმას ძალა და ფასი.

მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც პირადად მე დამიჭირა მხარი და მათაც ვინც არ დამიჭირა! ამ პროცესში ჩართულობა, უკვე თავისთავად მხარდაჭერა იყო ჩვენი - ჩემი, ლევან ვარშალომიძის და ჩვენი ყველა თანამებრძოლის.

ცხადია, ეს ბრძოლა არც ასე ღირსეულად წარიმართებოდა და არც ეს ღირსეული გამარჯვება არ შედგებოდა, რომ არა ღირსეული მოწინააღდეგე ლევან ვარშალომიძე და დიდი მადლობა მას ამისთვის!

დიახ, ღირსეული ბრძოლა არ არსებობს ღირსეული მოწინააღმდეგის გარეშე. ეს რომ ასეა, დავრწმუნდით თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც უსინდისოდ მოგვპარა და გაგვიყალბა სწორედ უღირსმა მოწინააღდეგემ.

ჩვენ ყველა ერთად, ერთად ბრძოლით, ერთობლივი ძალით, ახალი ხალხით, ახალი შემართებით დავუბრუნებთ ღირსებას ქართულ პოლიტიკას“, - წერს ნიკა მელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით ნიკა მელიამ გაიმარჯვა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა).

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა