ანონსი 27 დეკემბერი

27 დეკემბერს, 13:00 საათზე, ბიზნეს ცენტრ „დიდუბე პლაზაში" „ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის" წარმომადგენლებთან ერთად ბრიფინგს გამართავს.
თემა: კახა კალაძის ანტიკონსტიტუციური საკანონმდებლო ინიციატივა და უსახლკაროთა მხარდაჭერის გეგმა.
მის: წერეთლის გამზირი 116, მესამე სართული, ოფისი 343
საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923
27 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" ფარგლებში, საზოგადოებას და მედიას ანგარიშს წარუდგენს.
მის: უზნაძის 52 ( სამინისტრო)
27 დეკემბერს, 18:00 საათზე, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა გაიმართება.
მის.: პარტიის ცენტრალური ოფისი.

























