ხატია დეკანოიძე - ახლა შევდივართ უპრეცედენტო ბრძოლის ფაზაში, როდესაც ქვეყანა უნდა გადარჩეს რეჟიმს, რომელმაც მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო

ახლა შევდივართ უპრეცედენტო ბრძოლის ფაზაში, როდესაც ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს იმ რეჟიმს, რომელმაც ჩვენი მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ პარტიის ახალ თავმჯდომარედ ნიკა მელიას არჩევის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ღია და მიმზიდველი ყველასთვის, ვინც ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის გადარჩენა აუცილებელია“.

„ხალხმა გადაწყვიტა, ვინ უნდა ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ელექტრონული არჩევნების შედეგად სწორედ ნიკა მელია დამტკიცდა. ამიტომ, ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეფორმები „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელზეც დღეს ნიკა მელიამ ისაუბრა და რომელიც მოიცავს ერთ მნიშვნელოვან მიზანს-ეს არის ის, რომ პარტია უნდა იყოს ღია და მიმზიდველი ყველასთვის, ვინც ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის გადარჩენა აუცილებელია იმ ძალიან მძიმე საფრთხისგან, რომელსაც ჰქვია ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა.

რაც შეხება ზოგადად პარტიის პრინციპებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრინციპი რჩება ჩვენი ქვეყნის განვითარება, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ყველაზე მნიშვნელოვანი - ახლა შევდივართ უპრეცედენტო ბრძოლის ფაზაში, როდესაც ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს იმ რეჟიმს, რომელმაც ჩვენი მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ამიტომ, ნიკა მელიას თავმჯდომარედ არჩევა დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის წარმატებით გაართმევს თავს. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების ეტაპი „ნაციონალურ მოძრაობაში“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა