აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხური შეიარაღებული დაჯგუფება აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებს თავს დაესხა, დაღუპულია 1 ჯარისკაცი

სომხური უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებს დაესხა თავს, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდასხმა ხოჯავენდის რეგიონის სოფელ აღდამის მიმართულებით მოხდა.

„საპასუხო ზომების შედეგად სომხეთის უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ექვსივე წევრი განადგურებულია. თუკი მსგავსი თავდასხმა კიდევ განმეორდება, აზერბაიჯანის არმია გადამწყვეტ ზომებს მიიღებს“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში ცეცხლი 10 ნოემბრიდან, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ სამმხრივი შეთანხმების გაფორმების შემდეგ შეწყდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა