თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას ნატო-ს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის პარტნიორის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასა და ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონს (MNMPBAT) შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

როგროც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი სამხედრო პოლიციის უფროსმა, თავდაცვის პოლკოვნიკმა გიორგი ბუბუნაურმა, ნატოს მხრიდან კი, ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში შემავალი ქვეყნების: პოლონეთის, ხორვატიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის სამხედრო პოლიციის უფროსებმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალი პანდემიის გამო დისტანციურად გაიმართა.

„პარტნიორობის შეთანხმება ხელს შეუწყობს სამხედრო პოლიციის ბატალიონების, როგორც ნატოსთან აფილირებული ქვედანაყოფების განვითარებას, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრულ, სამხედრო პოლიციის ინიციატივის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. სამხედრო პოლიციისათვის პარტნიორის სტატუსის მინიჭების შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის ოპერაციებში, ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობაზეა ფოკუსირებული. პარტნიორობა 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულის ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის სრული წევრობისთვის (Participant Status) მომზადებას ისახავს მიზნად. შეთანხმება ცალსახად წარმოაჩენს უფრო მეტი საქართველოს არსებობას ნატოში, რაც სამხედრო პოლიციის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ნატოსთან თავსებადობას გააღრმავებს.

ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში მუდმივად მოვლენილი ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე, პოლკოვნიკი მარიან დორკა (რუმინეთი), საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ადამ ავძიეჟი და სამხედრო პოლიციის ინიციატივის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი პიოტრ პავლიცა დაესწრნენ,“- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა