სომხეთის პარლამენტთან მომიტინგეებსა და დეპუტატს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

სომხეთის პარლამენტის შენობის წინ, სადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მომიტინგეებსა და დეპუტატს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” წევრის სისაკ გაბრიელიანის ავტომობილს მიუახლოვდა და ჰკითხა : „პრემიისთვის მოხვედით?“ მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა აქციაზე რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

შეგახსენებთ, სომხეთის პარლამენტის შენობის წინ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომაა დაგეგმილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა