გაფართოებულ ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, აგრარული ბაზრებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაფართოებულ ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, აგრარული ბაზრებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა, როგორც ის აცხადებს, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

„დღეს საბჭოზე განხილული იქნა რამდენიმე საკითხი, მათ შორის, იანვრის განმავლობაში, განსაკუთრებით, ამ ახალ წლებზე ტესტირების მეტად გაფართოება. როგორც ანტიგენის, ასევე PCR-ის ტესტირებაში ჩაერთვებიან ტაქსის მძღოლები, ვინაიდან როცა ტრანსპორტი არ მუშაობს, მათ მოსახლეობასთან ყველაზე მეტი შეხება აქვთ. ასევე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ტესტირებაში ჩვენი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. მოგეხსენებათ, ამ ხსნის განმავლობაში სხვადასხვა რელიგიური რიტუალი იქნება. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება რამდენიმე ღია ბაზრობას, საკოლმეურნეო ბაზრობაზეა საუბარი - სასურსათო ბაზრობაზე იქნება ტესტირება ჩატარებული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ქვეყანაში სიტუაცია ოდნავ მშვიდდება, მაგრამ ეს ჩვენ თვითდამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს და ის რეკომენდაციები, რასაც ვამბობთ - პირბადე, ხელების დაბანა, დისტანცია უნდა გაგრძელდეს ძალიან დიდ ხანს, ასევე გაფართოებული ტესტირება და ამავე დროს, დღეს ვისაუბრეთ ვაქცინის დანერგვასთან დაკავშირებით ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს