დავით ზალკალიანის განცხადებით, კომუნიკაცია მიმდინარეობს ჯანმოსთან და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა საქართველომ კორონავირუსის ვაქცინა დროულად მიიღოს

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მჭიდრო კომუნიკაცია მიმდინარეობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, იმისთვის რომ საქართველომ კორონავირუსის ვაქცინა დროულად მიიღოს. როგოც მან საგარეო საქმეთა სამინისტროს წლიურ შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა, კორონავირუსის ვაქცინის დროულად მიღებაში ჩართულია დიპლომატიური მისიაც.

"ამჟამად, ჩვენი დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა მუშაობა იმაზე, რომ საქარათველომ რაც შეიძლება დროზე მიიღოს ვაქცინა. მოგეხსენებათ, ეს არის ურთულესი პროცესი, ამიტომ ჩვენ უკვე ვართ შესული ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ჩვენს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან. ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ეს ვაქცინა დროულად იყოს მოწოდებული ჩვენი ქვეყნისთვის",- განაცხადა ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა