რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახური ალექსეი ნავალნის ულტიმატუმს უყენებს

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მოსკოვის ფილიალი რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის აფრთხილებს, რომ თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე მოსკოვის ფილიალში არ გამოცხადდება პირობითი პატიმრობა რეალური პატიმრობით შეეცვლება.

უწყება ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობა, სადაც აღნიშნულია, რომ ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან 2020 წლის 20 სექტემბერს გამოწერეს, 12 ოქტომბრისთვის კი მას ავადმყოფობის არანაირი სიმპტომი აღარ აღენიშნებოდა.

„შესაბამისად, პირობითად მსჯავრდებული არ ასრულებს მასზე სასამართლოს მიერ დაკისრებულ მოვალეობას და თავს არიდებს სისხლის სამართლის აღსრულების ინსპექციის კონტროლს“, - აცხადებენ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურში.

ცნობისათვის, მოსკოვის სასამართლომ 2014 წელს ალექსეი ნავალნი კომპანია „ივ როშეს“ სახსრების მიტაცებაში დამნაშავედ ცნო და3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5-წლიანი გამოსაცდელი ვადა მიუსაჯა, რომელიც მოგვიანებით ერთი წლით გაუხანგრძლივდა და შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 დეკემბერს იწურება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა