საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2021 წლის 31 დეკემბრამდე ხანგრძლივდება

საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2021 წლის 31 დეკემბრამდე ხანგრძლივდება.მუნიციპალიტეტებს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ევალებოდა თითოეული ბაღის ეტაპობრივი ავტორიზაცია უზრუნველეყო, თუმცა ვადა ერთი წლით გრძელდება.

შესაბამისი ცვლილებები “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში შედის. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ პარლამენტში ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ პანდემიის გამო ბაღები დახურული იყო.

“ამის გამო შეუძლებელი იყო სააღმზრდელო, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ორგანიზება. ამან გამოიწვია ის, რომ მუნიციპალიტეტებმა ვერ შეძლეს 2020 წელს ავტორიზაციის ნაწილზე პასუხისმგებლობის აღება“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა