მაია ბითაძე ფინანსთა მინისტრს - როგორია მთავრობის ხედვა „მწვანე ბიუჯეტთან“ დაკავშირებით?

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ფინანსთა მინისტრისგან საგადასახადო შეღავათების დაწესების და "მწვანე ბიუჯეტთან" დაკავშირებით მთავრობის ხედვით დაინტერესდა.

მან ივანე მაჭავარიანს ჰკითხა, როგორია მთავრობის ხედვა ე.წ. მწვანე ბიუჯეტთან დაკავშირებით.

„მესმის, რომ პანდემიიდან გამომდინარე ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან ბევრი გამოწვევაა. ისიც კარგად გვესმის, რომ სესხები, რომლებიც საფინანსო ინსტიტუტებიდან არის აღებული, მათი უმრავლესობა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, კაპიტალური დანახარჯებისთვის და მათ შორის, ტექნიკის გადაიარაღებისთვის არის მიმართული. ჩემი კითხვა მდგომარეობს, თუ როგორია მთავრობის და პირადად თქვენი ხედვა გრძელვადიან პერსპექტივაში, მას შემდეგ რაც გადალახული იქნება პანდემიური სიტუაცია? როგორია მთავრობის ხედვა „მწვანე ბიუჯეტთან“ დაკავშირებით, იმიტომ, რომ გარდა იმ ვალდებულებებისა, რაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებიდან გვაქვს აღებული, მთელ მსოფლიოში ბიუჯეტები იგეგმება ახალი მიმართულებებით, რასაც „მწვანე ბიუჯეტი“ ჰქვია, სადაც ძალიან დიდი როლი უკავია მათ შორის გარკვეულ საგადასახადო წახალისებებს. თქვენ ისაუბრეთ, რომ გადასახადების ზრდა და შეღავათები არ იგეგმება, თუმცა წახალისების კუთხით, იმისთვის რომ ინდუსტრიაში მწვანე მექანიზმები იყოს გამოყენებული, ძალიან ბევრი ქვეყანა წახალისების მექანიზმებს მიმართავს, რათა წარმოებებმა მეტწილად გამოიყენონ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებსაც გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მინიმალური გავლენა აქვთ“, - მიმართა მაია ბითაძემ ივანე მაჭავარიანს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა