“ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ

დღეს, 30 დეკემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. არ არის გამორიცხული ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული ინიციატივა სესიაზე, პირველი მოსმენით, დღესვე გავიდეს, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს.

სავარაუდოდ, სწორედ დღევანდელი განხილვების პროცესში დაზუსტდება, როგორ შეიძლება გაფართოვდეს დაგეგმილი ამნისტია და “სისხლის სამართლის კოდექსის“ კიდევ რომელ მუხლებს შეიძლება შეეხოს ის.

მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაახლოებით 800 ადამიანია, ვისაც უშუალოდ ამნისტია შეეხება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება. მათგან 680-მდე პირი სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის. ამნისტიის შედეგად, საპატიმრო დაწესებულებებს 60 ქალი დატოვებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს