პაატა იმნაძე - მაქსიმუმ ზეგ გვექნება პასუხი, არის თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, არის თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი მაქსიმუმ ზეგ გახდება ცნობილი. როგორც იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საეჭვო ნიმუშების ანალიზი ამ მომენტშიც მიმდინარეობს.

„დაწყებულია უკვე გენეტიკური სეკვენირება, გენეტიკური ანალიზი, მანქანა ახლაც მუშაობს, ღამეც, ხვალაც გააგრძელებს მუშაობას და ზეგ, ალბათ, უკვე გვექნება საეჭვო რომ ვთქვით რამდენიმე შემთხვევა, იმ ნიმუშებზე პასუხი. გენეტიკური თანმიმდევრობის დადგენა მიმდინარეობს ჩვენთან და მაქსიმუმ ზეგ გვექნება პასუხი არის თუ არა ჩვენთან ქვეყანაში ახალი შტამი.

დანარჩენი, თავის დაცვის საშუალებები, დამერწმუნეთ, იგივეა, ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადე,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების მიმართულებით საკმაოდ დადებითი დინამიკაა, იმ შემთხვევაში თუ ახალი წლის ღამე დარღვევებისა და სახიფათო თავყრილობების გარეშე ჩაივლის.

„დაავადების გავრცელების დინამიკა, ჩვენ პროგნოზებით, საკმაოდ დამაიმედებელი შეიძლება გვქონდეს, თუ ახალი წლის ღამემ ჩვენი იმედები არ გააწბილა. დღეს რასაც ვუყურებ და რა ინფორმაციაც მაქვს, მოლებში დაცულია დისტანციაც, პირბადის ტარებაც, ასე რომ, ძალიან დიდ გართულებებს არ უნდა ველოდოთ მოლებიდან და სხვადასხვა სავაჭრო წერტილებიდან, მაგრამ ახალი წლის ღამე ძალიან მაშინებს, როგორ გავივლით ამ პერიოდს. ყველა პროგნოზი ისეთია, რომ ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ კარგად სიტუაცია უკვე იანვრის მეორე ნახევარში და არცერთი ჩარევა სახელმწიფოს არ დასჭირდება და რაღაც შეზღუდვების დაწესება თუ თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად ყველგან, სადაც ეს საჭიროა, იქნება პირბადით, დაიცავს დისტანციას, მოერიდება თავყრილობებს,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა