გივი მიქანაძე - ჩვენ პარლამენტში ოპოზიციის არ ყოფნის ვაკუუმს საკმაოდ კარგად ამოვავსებთ

ჩვენი ოპონენტები დღემდე ვერ ან არ იღებენ გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, არ გამოხატავენ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილის ინტერესებს, რომელმაც მათ 31 ოქტომბრის არჩევნებზე მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გივი მიქანაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

როგორც მან აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია პროცესში არ მონაწილეობს, ხელისუფლება ამ „ვაკუუმს საკმაოდ კარგად ამოავსებს, რადგან სრულყოფილად ფლობს ინფორმაციას საზოგადოების მხრიდან რა მოლოდინები, დაკვეთები და საჭიროებები არსებობს“.

„მინდა საზოგადოება ძალიან კარგად იყოს ამის შესახებ ინფორმირებული და სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან მანიპულირება არ მოხდეს ამ პროცესის, რომელიც ძალიან კარგ მიზანს ისახავს საბოლოოდ. გარკვეულწილად ეს იმ სისხლის სამართლის პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც მესამე ვადის პირობებში ვახორციელებთ. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო გარემოება (სუფთა პოლიტიკური კუთხით რომ შევაფასოთ) ჩვენი ოპონენტები, რომლებიც დღემდე ვერ ან არ იღებენ გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში შემოვიდნენ. არ გამოხატავენ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილის ინტერესებს, რომელმაც მათ 31 ოქტომბრის არჩევნებზე მხარი დაუჭირა. სამწუხაროდ, არ მონაწილეობენ იმ პროცესში, რომლითაც შეუძლიათ თავიანთი პოზიციები გააჟღერონ და დააფიქსირონ. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ ამ ვაკუუმს საკმაოდ კარგად ამოვავსებთ იქედან გამომდინარე, რომ სრულყოფილად ვფლობთ ინფორმაციას საზოგადოების მხრიდან რა მოლოდინები, რა დაკვეთები და საჭიროებები არის, თუმცა, მათი პროცესში მონაწილეობა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა“, - განაცხადა მიქანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა