ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსული მედიის წინააღმდეგ ცენზურისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მასობრივი კომუნიკაციის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ზედამხედველობის სამსახურს, “როსკომნადზორს”, უფლებამოსილებას ანიჭებს, დაბლოკოს ის ინტერნეტ რესურსები, რომლებსაც რუსული მედიის მიმართ „დისკრიმინაციული დამოკიდებულება“ აქვთ.

რუსული მედიის ინფორმაციით, კანონი აწესებს სტატუსს: „საინფორმაციო რესურსის მფლობელი, რომელიც მონაწილეობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაში“. გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლება ექნებათ ეს სტატუსი საინფორმაციო რესურსის იმ მფლობელს მიანიჭონ, რომელიც რუსული მედიასაშუალებების მასალების დისკრიმინაციას ახდენს.

„როსკომნადზორს“ შეეძლება ნაწილობრივ ან სრულად შეუზღუდოს დამრღვევ რესურსებზე წვდომა.

დოკუმენტი მოიცავს ისეთ ინტერნეტ რესურსებსაც, როგორიცაა YouTube, Facebook-ი და Twitter-ი.

დოკუმენტი სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა ჯგუფმა და სენატორმა ალექსეი პუშკოვმა 19 ნოემბერს შეიტანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა