ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ, დასავლური ინტეგრაციის წინააღმდეგ წასვლა, ავტომატურად ოკუპანტის ინტერესებზე ასხავს წყალს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციაში საკითხს ჯანსაღად მიუდგებიან და არა ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი ყველანაირ საფუძველს ქმნის, რომ ისინი პარლამენტში იყვნენ. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატი წარმომადგებლობისთვის მისცეს, რაც დემოკრატიის პირობებში მათ ხელთ არსებული ბერკეტების რეალიზებას ნიშნავს და არა რევოლუციასა და დესტრუქციას.

"თუ ვინმე საკითხს ჯანსაღი მიდგომით მიუდგება და არა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოებრივ მიდგომას, ჯანსაღ ინტერესებს, არსებულ მდგომარეობას თუ მაღლა დააყენებს და საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებით არ იხელმძღვანელებს (ეს ვიწროპარტიული ინტერესი გადის რევოლუციაზე, დესტრუქციაზე), სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, ყველანაირ საფუძველს ქმნის, რომ ეს ადამიანები იყვნენ პარლამენტში. ხალხს მანდატი მათთვის რევოლუციის და დესტრუქციისთვის არ მიუცია. მათ მანდატი წარმომადგებლობისთვის მისცეს და წარმომადგენლობა დემოკრატიის პირობებში ნიშნავს მათ ხელთ არსებული ბერკეტების რეალიზებას და არა რევოლუციასა და დესტრუქციას. ამას წერტილი დაესვა, რა თქმა უნდა, ამის საფუძველს და უფლებას არავინ არავის არ მისცემს. ამიტომ ამას მოუწოდებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც. თუ ვინმეს შერჩა ჯანსაღი ლოგიკა და უნარი, რომ საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ, დასავლური ინტეგრაციის წინააღმდეგ წასვლა, ავტომატურად ოკუპანტის ინტერესებზე ასხავს წყალს და თუ ამას გაატარებენ, ამასაც საზოგადოება შეაფასებს",- განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა